"იტალიის ჩემპიონები ვართ, მისია შესრულდა" - თორნიკე შენგელია

მას შემდეგ, რაც თორნიკე შენგელია ვირტუს ბოლონიაში გადავიდა, ქართველმა კალათბურთელმა იტალიის ჩემპიონატის ფინალში 5-ჯერ ითამაშა, გამარჯვება კი მხოლოდ ახლახანს მოახერხა

ივნ. 18, 2025 - 22:57
 0
"იტალიის ჩემპიონები ვართ, მისია შესრულდა" - თორნიკე შენგელია
მას შემდეგ, რაც თორნიკე შენგელია ვირტუს ბოლონიაში გადავიდა, ქართველმა კალათბურთელმა იტალიის ჩემპიონატის ფინალში 5-ჯერ ითამაშა, გამარჯვება კი მხოლოდ ახლახანს მოახერხა.

აი, რა თქვა ჩემპიონობის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა:

დუშკო ივანოვიჩი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც მიმუშავია. მასთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატიც მოვიგე და ახლა – იტალიის სერია A-ც. წარმატებული დუეტი ვართ.

მადლობა ღმერთს, რომ შრომა დაგვიფასდა და სეზონის ბოლოს მიზანს მივაღწიეთ. ბოლონიაში რომ ჩამოვედი, ვფიქრობდი, რომ დროებითი ადგილი იქნებოდა, მაგრამ ძალიან შემიყვარდა, ჩემი სახლია. ვამაყობ აქაურობით, ვამაყობ ჩემი გუნდით. მადლობა კლუბის პრეზიდენტს, კალათბურთელებს, გულშემატკივრებს. მისია შესრულებულია.

- თქვა შენგელიამ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow