კობახიძე სამებაში ტიტუშკების თანხლებით მივიდა – მედია

ფოტო – ტვ პირველი ტვ პირველის ცნობით, ვიდეომასალაში, რომელიც სამთავრობო არხებმა გაავრცელეს, კადრებში კობახიძის უკან არა ერთი ტიტუშკა ჩანს.  ერთ ერთი, თედო ბიტბუნოვია, ის საზოგადოებამ თავისუფლების მოედანზე სალომე ზურაბშვილის სიტყვით გამოსვლის დროს გაიცნო. ბიტბუნოვი სახურავიდან საქართველოს პრეზიდენტისთვის ლაზერის მინათებით ცდილობდა, მისი მიმართვის ჩაშლას.  მას შემდეგ რაც ბიტბუნოვი გაშიფრეს, მან თავზე პლედი გადაიფარა და ასე დაიმალა. […] The post კობახიძე სამებაში ტიტუშკების თანხლებით მივიდა – მედია appeared first on .

აპრ. 9, 2025 - 13:57
 0
კობახიძე სამებაში ტიტუშკების თანხლებით მივიდა – მედია

ფოტო – ტვ პირველი

ტვ პირველის ცნობით, ვიდეომასალაში, რომელიც სამთავრობო არხებმა გაავრცელეს, კადრებში კობახიძის უკან არა ერთი ტიტუშკა ჩანს.  ერთ ერთი, თედო ბიტბუნოვია, ის საზოგადოებამ თავისუფლების მოედანზე სალომე ზურაბშვილის სიტყვით გამოსვლის დროს გაიცნო.

ბიტბუნოვი სახურავიდან საქართველოს პრეზიდენტისთვის ლაზერის მინათებით ცდილობდა, მისი მიმართვის ჩაშლას.  მას შემდეგ რაც ბიტბუნოვი გაშიფრეს, მან თავზე პლედი გადაიფარა და ასე დაიმალა. შემდეგ კი ამტკიცებდა, რომ ქალმა აქტივისტებმა სცემეს.

კიდევ ერთი ტიტუშკა, რომელიც დღეს გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, ნიკოლოზ მელიქიშვილია, ის არა ერთი ინციდენტის მონაწილეა. მელიქიშვილი არბევდა სტუდენტებს, თსუ-ს მაღლივ კორპუსთან და მერიის მოწყობილ საახალწლო სოფელში.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძე სამებაში მას შემდეგ მივიდა, რაც რუსთაველის გამზირზე მემორიალთან მისვლის საშუალება სინდისის პატიმრების ოჯახებმა არ მისცეს. კობახიძის სამებაში დაგეგმილი ღონისძიების შესახებ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, ინფორმაცია დამოუკიდებელ მედიას დაუმალა.

The post კობახიძე სამებაში ტიტუშკების თანხლებით მივიდა – მედია appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow