კონფერენს ლიგაზე სტუმრად ვიმარჯვეთ! - "დილამ" ლუქსემბურგში თამაში შემოატრიალა

კონფერენს ლიგაზე სტუმრად ვიმარჯვეთ! - "დილამ" ლუქსემბურგში თამაში შემოუტრიალა

ივლ. 11, 2025 - 02:57
 0
კონფერენს ლიგაზე სტუმრად ვიმარჯვეთ! - "დილამ" ლუქსემბურგში თამაში შემოატრიალა

გორის "დილამ“ კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ლუქსემბურგის „რასინგს“ სტუმრად სძლია და თბილისში საპასუხო მატჩის წინ მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა.

პირველი ნახევარი გატანილი გოლის გარეშე დასრულდა, თუმცა მეორე ტაიმში შეხვედრა გაცილებით დინამიკური გახდა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს — დომინიკ შტოლცმა 52-ე წუთზე ზუსტი დარტყმით ლუქსემბურგელები დააწინაურა.

გორელებმა სწრაფად მოახერხეს რეაგირება: 60-ე წუთზე სანდრო ანდრონიკაშვილმა ანგარიში გაათანაბრა, რასაც 78-ე წუთზე გამარჯვების გოლიც მოჰყვა — იაკუბ ედუძიმ ოთარ ფარულავას პასით „რასინგის“ კარი მეორედ აიღო.

პასუხი დაპირისპირება 17 ივლისს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow