კრემლის ცნობით, პუტინის და ტრამპის სატელეფონო საუბარი 17:00 საათზეა დაგეგმილი
ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბარი მოსკოვის დროით 17:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ დღეს, 19 მაისს ჟურნალისტებს განუცხადა კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა. მისივე თქმით, ეს იქნება „მნიშვნელოვანი საუბარი სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების გათვალისწინებით“. უკრაინასა და რუსეთს შორის 16 მაისს სტამბოლში გამართული მოლაპარაკების შედეგად მხარეები ტყვეთა გაცვლაზე შეთანხმდნენ. ცეცხლის უპირობოდ შეწყვეტაზე რუსეთი ისევ...

What's Your Reaction?






