კრიშტიანუ რონალდუმ ოქროს ბურთის სავარაუდო მფლობელზე დასმულ კითხვას მოკლედ უპასუხა
კრიშტიანუ რონალდუმ ოქროს ბურთის სავარაუდო მფლობელზე დასმულ კითხვას მოკლედ უპასუხა

კრიშტიანო რონალდომ "ოქროს ბურთს“ აღარ უწოდა მნიშვნელოვანი ინდივიდუალური ჯილდო. კითხვაზე, თუ ვინ იმსახურებს 2025 წლის პრესტიჟულ ჯილდოს, პორტუგალიელმა მოკლედ უპასუხა: "ეს ფიქციაა“.
France Football-ის 2025 წლის ნომინანტთა სიაში რონალდოს სახელი არ გამოჩნდება, რაც კიდევ ერთხელ აჩენს კითხვას — როგორ აფასებენ ინდივიდუალურ მიღწევებს დღეს.
აღსანიშნავია, რომ ვეტერანი ფეხბურთელი ასაკისა და კონტექსტის ფონზე სულ უფრო სკეპტიკურად უყურებს ინდივიდუალურ ჯილდოებს და თავის ყურადღებას ძირითადად გუნდურ მიზნებსა და გუნდური შედეგების მიღწევაზე ამახვილებს.
შეგახსენებთ, რომ რონალდო კარიერაში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს ხუთგზის მფლობელია — 2008, 2013, 2014, 2016 და 2017 წლებში — და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან მოთამაშედ ითვლება.
What's Your Reaction?






