დღეს, იბერია 1999 კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციოს 1/4-ფინალში ესტონურ ლევადიას ეწვევა, განმეორებითი შეხვედრა კი 1 კვირაში ჩვენთან გაიმართება.
მატჩამდე გთავაზობთ იბერიას ფორვარდის, იური ტაბატაძის კომენტარს, რომელიც რთული შეხვედრის მოლოდინშია:
ესტონეთში პირველად ვარ, ტალინი კარგი ქალაქია და ვფიქრობ, თამაშზეც კარგი გარემო იქნება. ჩემი აზრით, გასვლითი მატჩით დაწყება გარკვეულწილად უპირატესობას გვანიჭებს, რადგან მოწინააღმდეგეს თბილისში უფრო მომზადებულები დავხვდებით.
რთული შეხვედრა გველის. რფს-სთან ლევადიის ორივე თამაში ვნახეთ. ფიზიკურად კარგად მომზადებული და დაბალანსებული გუნდია, რომელსაც კარგი მწვრთნელი ჰყავს. ტალინში ინტენსიურ თამაშს ველოდებით.
- თქვა ტაბატაძემ.