ოფიციალურად | მერაბ დვალიშვილი ქამარს კორი სენდჰეგენთან დაიცავს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ მერაბ დვალიშვილი UFC 320-ზე საჩემპიონო ქამარს მესამედ დაიცავს, მეტოქე კი კორი სენდჰეგენი იქნება

ივლ. 23, 2025 - 14:57
 0
ოფიციალურად | მერაბ დვალიშვილი ქამარს კორი სენდჰეგენთან დაიცავს
ოფიციალურად დადასტურდა, რომ მერაბ დვალიშვილი UFC 320-ზე საჩემპიონო ქამარს მესამედ დაიცავს, მეტოქე კი კორი სენდჰეგენი იქნება.

'ქართველმა მანქანამ' პირველად ტიტული უმარ ნურმაგომედოვთან დაიცვა, შემდეგ კი ანალოგიურის გაკეთება შონ ომალის წინააღმდეგაც შეძლო.

ზოგადად, თავის დივიზიონში დვალიშვილმა ლამის ყველას და ყველაფერს მოუგო, ერთადერთ მსხვერპლად კი სწორედ სენდჰეგენი იყო დარჩენილი, რომელიც ბრძოლას აქტიურად ითხოვდა.

ცხადია, დვალიშვილი სენდჰეგენთან ფავორიტია და იმედი დავიტოვოთ, რომ მერაბი თავის საქმეს 5 ოქტომბერსაც გააკეთებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow