"ლევადიასთან რთული თამაში იქნება" - იური ტაბატაძე

რა კომენტარს აკეთებს ლევადიასთან მატჩამდე ტაბატაძე

ივლ. 23, 2025 - 14:57
 0
"ლევადიასთან რთული თამაში იქნება" - იური ტაბატაძე
დღეს, იბერია 1999 კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციოს 1/4-ფინალში ესტონურ ლევადიას ეწვევა, განმეორებითი შეხვედრა კი 1 კვირაში ჩვენთან გაიმართება.

მატჩამდე გთავაზობთ იბერიას ფორვარდის, იური ტაბატაძის კომენტარს, რომელიც რთული შეხვედრის მოლოდინშია:

ესტონეთში პირველად ვარ, ტალინი კარგი ქალაქია და ვფიქრობ, თამაშზეც კარგი გარემო იქნება. ჩემი აზრით, გასვლითი მატჩით დაწყება გარკვეულწილად უპირატესობას გვანიჭებს, რადგან მოწინააღმდეგეს თბილისში უფრო მომზადებულები დავხვდებით.

რთული შეხვედრა გველის. რფს-სთან ლევადიის ორივე თამაში ვნახეთ. ფიზიკურად კარგად მომზადებული და დაბალანსებული გუნდია, რომელსაც კარგი მწვრთნელი ჰყავს. ტალინში ინტენსიურ თამაშს ველოდებით.

- თქვა ტაბატაძემ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow