ლიონს მადა გაეხსნა - რა თანხა მოსთხოვა კლუბმა რომას მიქაუტაძის სანაცვლოდ

ლიგა 2-ში დაქვეითებული გიორგი მიქაუტაძის ლიონი ყველა გზით ცდილობს, რომ კაპიტალი მოაგროვოს და ფინანსური პრობლემები მოაგვაროს

ივლ. 8, 2025 - 22:27
 0
ლიონს მადა გაეხსნა - რა თანხა მოსთხოვა კლუბმა რომას მიქაუტაძის სანაცვლოდ
ლიგა 2-ში დაქვეითებული გიორგი მიქაუტაძის ლიონი ყველა გზით ცდილობს, რომ კაპიტალი მოაგროვოს და ფინანსური პრობლემები მოაგვაროს.

როგორც დაიწერა, ფრანგული კლუბი წამყვანი ფეხბურთელების გაშვებასაც განიხილავს, საიდანაც ლიონი მაქსიმალური თანხების აღებას გეგმავს.

სწორედ ასე, მაშინ როცა გიორგი მიქაუტაძის ფასი დაახლოებით 20 მილიონი ევროა, ლიონმა რომას ქართველის სანაცვლოდ ორჯერ მეტი, 40 მილიონი ევრო მოსთხოვა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Corriere dello Sport-მა დაადასტურა, რომელმაც ლიონის დასახელებულ ფასს გიჟური უწოდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow