ლუის ენრიკე ცუდ დღეშია - პარიზის მწვრთნელს დისკვალიფიკაციით დასჯიან?
ერთია ფინალის წაგება და მეორე ის უსიამოვნო ფაქტი, რაც პსჟ-ისა და ჩელსის შეხვედრის დასრულების შემდეგ დაფიქსირდა

როგორც ტელევიზიით ნახავდით, მატჩის ბოლოს ფეხბურთელებს შორის სიტუაცია ძალიან დაიძაბა, ერთ-ერთ ეპიზოდში კი ლუის ენრიკემ ჩელსის ახალწვეულ ჟოაო პედროს ხელი უბიძგა, რის გამოც ბრაზილიელი პირდაპირ მინდორზე გაწვა.
თუ ენრიკეს გამომეტყველებას კარგად დააკვირდებით, ლუისი არც სიტყვიერად ინდობდა მეტოქე გუნდის ფეხბურთელს, რაც მისგან ორმაგ შეურაცხყოფად შესაძლოა ჩაითვალოს.
უცხოური მედია აქტიურად წერს იმ დისკვალიფიკაციის შესახებ, რომელიც პარიზის მწვრთნელს ემუქრება. ჯერჯერობით არ სახელდება სასჯელის ზომა და ხარისხი, თუმცა ის კი ფაქტია, რომ ენრიკემ თავის ამაღლებულ რეპუტაციას დიდი ზიანი მიაყენა.
What's Your Reaction?






