"მალმიომ ინტენსივობით გვაჯობა და.." - რას ამბობს მარცხის შემდეგ გიორგი მაკარიძე

გუშინ გაიმართა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/8-ფინალური შეხვედრა, სადაც იბერია მალმიოს მასპინძლობდა და სამწუხაროდ, ქართული კლუბი შვედურთან 1:3 დამარცხდა

ივლ. 9, 2025 - 14:27
 0
"მალმიომ ინტენსივობით გვაჯობა და.." - რას ამბობს მარცხის შემდეგ გიორგი მაკარიძე
გუშინ გაიმართა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/8-ფინალური შეხვედრა, სადაც იბერია მალმიოს მასპინძლობდა და სამწუხაროდ, ქართული კლუბი შვედურთან 1:3 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ შეხვედრა იბერიას მეკარე გიორგი მაკარიძემ ასე შეაფასა:

ანგარიში, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია. ჩემი აზრით, ბურთის ფლობასა და თამაშის ხარისხში მეტოქეს არ ჩამოვრჩებოდით. უბრალოდ, როდესაც ძლიერი და გამოცდილი გუნდი ხარ, თამაში გაცილებით გიადვილდება. „მალმე“ სწორედ ასეთი გუნდია – ინტენსივობითა და სისწრაფეებით გვაჯობეს, თანაც ინდივიდუალურად კარგად მომზადებული ფეხბურთელები ჰყავთ. დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად განსხვავდება ჩვენი ჩემპიონატები.

ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს – ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ნებისმიერ გუნდს შეუძლია. შვედეთში მაქსიმუმს გავაკეთებთ.

ბოლო წუთებზე პრეტენზია მსაჯის მიმართ მქონდა – მივუთითე, რომ საკამათო ეპიზოდში მეკარისთვის წითელი ბარათის მიცემაც შესაძლებელი იყო.

- თქვა მაკარიძემ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow