მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელმა პერსონალის ხარჯები საკუთარი სახსრებით დაფარა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა, განსაკუთრებული გადაწყვეტილება მიიღო და კლუბში დასაქმებული 30-მდე...

მაი. 14, 2025 - 18:27
 0
მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელმა პერსონალის ხარჯები საკუთარი სახსრებით დაფარა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა, განსაკუთრებული გადაწყვეტილება მიიღო და კლუბში დასაქმებული 30-მდე პერსონალის – მათ შორის ფიზიოთერაპევტების, ექიმებისა და დამხმარე შტაბის – ევროპა ლიგის ფინალზე მგზავრობისა და ბილეთების საფასური პირადად დაფარა. ინფორმაციას ESPN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამორიმმა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც კლუბის ხელმძღვანელობამ აღნიშნა, რომ პერსონალს საკუთარი ხარჯებით მოუწევდა ფინალში დასწრება.

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის ფინალი 21 მაისს, ბილბაოში, "სან მამესის" სტადიონზე გაიმართება, სადაც ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ტოტენჰემი" დაუპირისპირდებიან.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow