"მისი დამარცხების გზა ვიპოვე" - პიოტრ იანს დვალიშვილთან რემატჩი სურს

UFC-ის სუპერმსუბუქ წონაში ერთ დროს დომინანტი მებრძოლი, პეტერ იანი, აქტიურად ცდილობს ძველი პოზიციების დაბრუნებას. ბოლო წარმატება...

ივლ. 28, 2025 - 19:57
 0
"მისი დამარცხების გზა ვიპოვე" - პიოტრ იანს დვალიშვილთან რემატჩი სურს
UFC-ის სუპერმსუბუქ წონაში ერთ დროს დომინანტი მებრძოლი, პეტერ იანი, აქტიურად ცდილობს ძველი პოზიციების დაბრუნებას. ბოლო წარმატება მან აბუ-დაბიში მოიპოვა, სადაც მარკუს მაკგი დაამარცხა და კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. გამარჯვების შემდეგ იანმა ღიად ისაუბრა მომავალ გეგმებზე და სასურველ მეტოქეზეც მიანიშნა.

რუსი მებრძოლი მიზნად მერაბ დვალიშვილთან დაპირისპირებას ისახავს. მისი თქმით, მზად არის დაუპირისპირდეს ქართველ მებრძოლს და შეეცადოს დაარღვიოს მისი მოუგებელი სერია. იანი დარწმუნებულია, რომ სწორად დაგეგმილი მოსამზადებელი პროცესი და სრული ფიზიკური მზადყოფნა მის წარმატებას საფუძველს მისცემს.

დვალიშვილისთვის სერიოზული საფრთხის შექმნა ნამდვილად შემიძლია. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ჯანმრთელი და მომზადებული ვიქნები ბრძოლამდე. უკვე ზუსტად ვიცი, როგორ უნდა ჩავატარო საწვრთნელი ბანაკი და რა დეტალებზე გავაკეთო აქცენტი. კარგად ვიცი, რას წარმოადგენს მერაბი და მისი სტილი ჩემთვის აღარ წარმოადგენს გამოცანას. ვფიქრობ, მისი დამარცხების გზა უკვე ვიპოვე,“ — განაცხადა იანმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow