"მხითარიანი უკვე ძლივს დადის, აი ხვიჩა კი.." - რას ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, იოჟეფ საბომ ინტერისა და პარი სენ-ჟერმენის ფინალზე შეფასებითი კომენტარი გააკეთა

ივნ. 6, 2025 - 11:57
 0
"მხითარიანი უკვე ძლივს დადის, აი ხვიჩა კი.." - რას ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, იოჟეფ საბომ ინტერისა და პარი სენ-ჟერმენის ფინალზე შეფასებითი კომენტარი გააკეთა.

ერთ-ერთ მონაკვეთში საბომ ერთმანეთს კავკასიური ფეხბურთის ორი გამოჩენილი წევრი, ჰენრიკ მხითარიანი და ხვიჩა კვარაცხელია შეადარა:

არ ვფიქრობ, რომ თამაშამდე თანაბარი იყო შანსები. პარიზს ბევრი სწრაფი მოთამაშე ჰყავს, მაგალითად ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ყველაფერს სწორად აკეთებს. საქართველოში ისწავლეს თუ როგორ უნდა ითამაშონ ფეხბურთი.

რაც შეეხება ინტერს, იქაურობა პენსიონერებითაა სავსე. თუნდაც მხითარიანი ვახსენოთ, რომელიც მოედანზე ძლივსღა დადის.

- თქვა საბომ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow