"ნავსი უნდა გატყდეს" - რას ამბობენ ბუდუ ზივზივაძეზე ჰაიდენჰაიმში

რა კომენტარს აკეთებს ჰაიდენჰაიმის მწვრთნელი ქართველზე

თებ. 7, 2025 - 23:27
 0
"ნავსი უნდა გატყდეს" - რას ამბობენ ბუდუ ზივზივაძეზე ჰაიდენჰაიმში
ჰაიდენჰაიმის მთავარი მწვრთნელი, ფრანკ შმიდტი კომენტარს ბუდუ ზივზივაძის შესახებ აკეთებს, რომელსაც ახალ კლუბში გოლი ჯერ კიდევ არ გაუტანია.

მიუხედავად იმისა, რომ ბუდუს გატანის შანსები ჰქონდა, მას გოლი ჯერ კიდევ არ აქვს, რაც ფორვარდისთვის გამაღიზიანებელი ფაქტორია.

ჩვენ ზივზივაძე გოლების გასატანად დავიმატეთ, თუმცა მას სხვა ფუნქციებიც აკისრია. მან ნავსი უნდა გატეხოს, თუმცა ამაში მთელი გუნდი უნდა დაეხმაროს.

- თქვა შმიდტმა.

ბუდუ ზივზივაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 8 თებერვალს გამართავს, მეტოქე კი ფრაიბურგი იქნება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow