ნუნიესის გარშემო სატრანსფერო ჭორები არ წყდება - "მილანი" ურუგვაელს არ ეშვება
ნუნიესის გარშემო სატრანსფერო ჭორები არ წყდება - "მილანი" ურუგვაელს არ ეშვება

26 წლის ფეხბურთელის გაყიდვა თავად "ლივერპულსაც“ სურს — კლუბი მზად არის განიხილოს ყველა სერიოზული წინადადება. ნუნიესს მერსისაიდელებთან მოქმედი კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა ბოლო პერიოდში მისი თამაშის მიმართ კრიტიკა იმატა, რამაც ტრანსფერზე საუბრები გააქტიურა.
ნუნიესმა "ლივერპულში“ გადმოსვლის შემდეგ (2022) 143 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 40 გოლი და გააკეთა 26 ასისტი. მიუხედავად ინდივიდუალური მაჩვენებლებისა, მის როლზე გუნდში კითხვები ხშირად იწვევდა მწვავე შეფასებებს.
"მილანი“ ამ ზაფხულს შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და ნუნიესი ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ განიხილება. ტრანსფერის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ურუგვაელს სერია A-ში კარიერის ახალი ეტაპი ელოდება.
What's Your Reaction?






