პლეიოფში შავი სამკლავურებით გამოვლენ - პარიზი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

მოსალოდნელია, რომ პარიზული კლუბის ფეხბურთელები ინტერ მაიამისთან პლეიოფში სათამაშოდ შავი სამკლავურებით გამოვიდნენ, რათა გუნდის დაღუპულ წევს პატივი მიაგონ

ივნ. 27, 2025 - 20:27
 0
პლეიოფში შავი სამკლავურებით გამოვლენ - პარიზი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენისთვის 2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მშვენივრად მიმდინარეობს.

პარიზელები მოპოვებული 6 ქულით თავიანთ ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდნენ და პლეიოფში ინტერ მაიამის შეხვდებიან, თუმცა მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე კლუბში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა.

როგორც დაიწერა, მოულოდნელად გარდაიცვალა კლუბის ფიზიოთერაპევტი, სედრიკ დუპუი, რომელიც სულ რაღაც 48 წლის იყო და ფეხბურთელებთან ახლო კავშირი ჰქონდა.

მოსალოდნელია, რომ პარიზული კლუბის ფეხბურთელები ინტერ მაიამისთან პლეიოფში სათამაშოდ შავი სამკლავურებით გამოვიდნენ, რათა გუნდის დაღუპულ წევს პატივი მიაგონ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow