აქამდე სად იყვნენ? - რას გეგმავს FIFA პარიზისა და ინტერ მაიამის პლეიოფზე
ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პლეიოფშია, სადაც ფრანგების მეტოქე ლიონელ მესის ინტერ მაიამი იქნება

როგორც იცით, უკვე არაერთმა მწვრთნელმა დაიჩივლა იმის შესახებ, რომ შეხვედრები აუტანელ სიცხეში ტარდება, რაც ევროპული კლუბებისთვის შეუჩვეველია და ეს ყველაფერი უშუალოდ თამაშზე დიდ ზეგავლენას ახდენს.
ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაღალი ტემპერატურისგან თავის დასაცავად FIFA პსჟ-სა და ინტერ მაიამის შეხვედრისთვის შერჩეულ სტადიონს გადახურავს. გარდა ამისა, დაიწერა ისიც, რომ მატჩისთვის სპეციალური გამაგრილებელი სისტემაც ამუშავდება, რათა ფეხბურთელებს თამაში 20-გრადუსიან ტემპერატურაში მოუწიოთ.
შეგახსენებთ, რომ პარი სენ-ჟერმენი 1/8-ფინალში ინტერ მაიამის 29 ივნისს, ჩვენი დროით 20:00 საათზე შეხვდება.
What's Your Reaction?






