"ოქროს ბურთის" რბოლა ახალი ფაზაში შედის - როგორია განახლებული რეიტინგი?

"ოქროს ბურთის" რბოლა ახალი ფაზაში შედის – ლიდერი კვლავ რაფინიაა

აპრ. 18, 2025 - 13:26
 0
"ოქროს ბურთის" რბოლა ახალი ფაზაში შედის - როგორია განახლებული რეიტინგი?
"ოქროს ბურთის" რბოლა ახალი ფაზაში შედის – ლიდერობს რაფინია

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ ბუკმეიკერებმა განაახლეს კოეფიციენტები 2025 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელზე. კონკურენცია კიდევ უფრო გამძაფრდა, თუმცა ლიდერის პოზიციაზე კვლავაც რაფინია იმყოფება, რომელიც „ბარსელონაში“ ბრწყინვალე სეზონს ატარებს. მისი გადამწყვეტი გოლები და გავლენიანი თამაში მნიშვნელოვან მატჩებში, როგორც ჩანს, კარგად აისახა კოეფიციენტებშიც – ის მკაფიო ფავორიტად რჩება.

აღსანიშნავია, რომ ტოპ ათეულში ოთხი ფეხბურთელი ბარსელონადან არის, რაც ცხადყოფს კლუბის გავლენიან პოზიციას მიმდინარე სეზონში. განსაკუთრებით საინტერესოა ლამინ იამალის მოხვედრა წამყვან პოზიციაზე – თინეიჯერი ფეხბურთელი უკვე ახდენს მნიშვნელოვან გავლენას უმაღლეს დონეზე და, როგორც ჩანს, ექსპერტები მისგან ბევრს ელიან.

სია, რომელიც 17 აპრილის მდგომარეობით არის შედგენილი, ასე გამოიყურება:

რაფინია ("ბარსელონა") – 2.0

უსმან დემბელე ("პსჟ") – 6.0

მოჰამედ სალაჰი ("ლივერპული") – 6.0

ლამინ იამალი ("ბარსელონა") – 6.0

რობერტ ლევანდოვსკი ("ბარსელონა") – 8.0

კილიან მბაპე ("რეალი") – 12.0

პედრი ("ბარსელონა") – 15.0

ლაუტარო მარტინესი ("ინტერი") – 20.0

ხვიჩა კვარაცხელია ("პსჟ") – 32.0

დეკლან რაისი ("არსენალი") – 40.0

ჰარი კეინი ("ბაიერნი") – 50.0

ხვიჩა კვარაცხელიას მოხვედრა სიაში, თუნდაც უფრო მაღალი კოეფიციენტით, სასიხარულოა ქართული გულშემატკივრებისთვის. "პსჟ-ში" გადაბარგების შემდეგ მისი თამაში კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია და თუ დარჩენილი სეზონი წარმატებულად დაასრულა, შესაძლებელია კოეფიციენტი კიდევ უფრო შემცირდეს.

აღსანიშნავია, რომ ასეთი ტიპის რეიტინგები დინამიკურია და მოთამაშეთა ინდივიდუალური და საკლუბო მიღწევების მიხედვით ხშირად იცვლება. წინ კი ჯერ კიდევ ნახევარფინალები, ფინალი და ეროვნული ჩემპიონატების გადამწყვეტი ეტაპებია – რამაც შესაძლოა სურათს სრულიად შეცვალოს

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow