პირველი ქალი ჟურნალისტი, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით დააპატიმრეს – Washington Post მზია ამაღლობელზე წერს
მზია ამაღლობელი საერთაშორიო პრესის ყურადღების ცენტრში – “ვაშინგტონ პოსტის” სტატიაში, ბათუმელების დამფუძნებელო მოხსენიებულია, როგორც საქართველოში პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრებული პირველი ქალი ჟურნალისტია. გამოცემას ინტერვიუ აქვს ჩაწერილი საერთაშორისო უფლებადამცველთან, რომელიც ამაღლობელის იურიდიული გუნდის წევრია. ის ყვება, რომ მზია ამაღლობელის საქმე საქართველოში პრესის თავისუფლების დაცემის სიმბოლოდ იქცა, რადგან რეპრესიული კანონების ფონზე წნეხში სულ უფრო მეტი თავისუფალი მედია ექცევა ამაღლობელი, ონლაინ გამოცემების […] The post პირველი ქალი ჟურნალისტი, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით დააპატიმრეს – Washington Post მზია ამაღლობელზე წერს appeared first on .

მზია ამაღლობელი საერთაშორიო პრესის ყურადღების ცენტრში – “ვაშინგტონ პოსტის” სტატიაში, ბათუმელების დამფუძნებელო მოხსენიებულია, როგორც საქართველოში პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრებული პირველი ქალი ჟურნალისტია.
გამოცემას ინტერვიუ აქვს ჩაწერილი საერთაშორისო უფლებადამცველთან, რომელიც ამაღლობელის იურიდიული გუნდის წევრია.
ის ყვება, რომ მზია ამაღლობელის საქმე საქართველოში პრესის თავისუფლების დაცემის სიმბოლოდ იქცა, რადგან რეპრესიული კანონების ფონზე წნეხში სულ უფრო მეტი თავისუფალი მედია ექცევა
ამაღლობელი, ონლაინ გამოცემების „გაზეთის“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, პირველი ქალი ჟურნალისტია, რომელიც საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც კავკასიურმა ქვეყანამ ყოფილი საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. მისი საქმე საქართველოში პრესის თავისუფლების დაცემის სიმბოლოდ იქცა, რადგან ქვეყნის მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მოსკოვთან დაახლოებას და უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღებას ითვალისწინებს, რომელიც საინფორმაციო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების სამიზნეა”, – ვკითხულობთ სტატიაში.
Washington Post ყურადღებას ამახვილებს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის საყურადღები მდგომარეობაზე. როგორც გამოცემას საერთაშორისო უფლებადამცველმა განუცხადა, მას უნდა მიეწოდოს ექვივალენტური ჯანდაცვა.
სამწუხაროდ, მისი მხედველობა საკმაოდ სწრაფად უარესდება. საერთაშორისო სამართლის ძალიან ფუნდამენტური პრინციპია, რომ როდესაც ადამიანი ციხეშია, მას უნდა მიეწოდოს ექვივალენტური ჯანდაცვა, როგორც საზოგადოებაში მიიღებდა, მაგრამ ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ, რომ ეს არ ხდება, რადგან მისი მხედველობა ძალიან სწრაფად გაუარესდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში შიმშილობდა პატიმრობის პროტესტის ნიშნად. ის ძალიან გამხდარია და საკმაოდ განსხვავებულად გამოიყურება შვიდი, რვა თვის წინანდელ ფოტოებთან შედარებით.
The post პირველი ქალი ჟურნალისტი, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით დააპატიმრეს – Washington Post მზია ამაღლობელზე წერს appeared first on .
What's Your Reaction?






