პირობა ვერ შეასრულა - დანა უაითის კომენტარი ილია თოფურიას მომავალ მეტოქეზე
UFC 314-ის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დენა უაითს ილია თოფურიას მომავალ მეტოქეზე ჰკითხეს...

"ძალიან ბევრი საქმე გვაქვს და მუშაობას ვაგრძელებთ... ილია თოფურია ორგანიზაციისთვის უდიდესი ვარსკვლავი და რამე დაგეგმილი რომ გვქონოდა, უკვე გამოვაცხადებდით", - განაცხადა უაითმა.
არადა, ორიოდე კვირის წინ დანა უაითმა ასეთი რამ თქვა: "კარგად ვიცით რამდენად დიდი ინტერესია ილიასთან დაკავშირებით - მომეცით კიდევ ერთი კვირა და დიდი ალბათობით ყველაფერი გაირკვევა".
თავის მხრივ, ქართველი მებრძოლი მხოლოდ ორი პოტენციური მეტოქისთვის: ისლამ მახაჩევისთვის და ჩარლ ოლივეირასთვის ემზადება.
What's Your Reaction?






