"პსჟ ადრე გულს მირევდა, მაგრამ ახლა.." - მსოფლიო ჩემპიონის განცხადება
ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა და 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ემანუელ პეტიმ ინგლისურ გამოცემა Talksport-თან მიცემულ ინტერვიუში...

„არსენალის“ ყოფილი ნახევარმცველის თქმით, პარიზულმა კლუბმა წარსულის გრანდიოზული და ეგოისტური მიდგომები უკან მოიტოვა და დღევანდელ წარმატებას სწორედ განახლებული სტრატეგიის დამსახურებით მიაღწია.
„წარსულში პსჟ ხშირად ზედმეტად ამპარტავანი მეჩვენებოდა — თითქოს მათი მთავარი იდეა იყო: 'ფულით ყველაფერს შევძლებთ.' ამგვარი დამოკიდებულება გულს მირევდა და არც მათი თამაშის ყურება მსიამოვნებდა,“ – განაცხადა პეტიმ.
თუმცა, მისი აზრით, კლუბის ამჟამინდელი ხელმძღვანელობით – განსაკუთრებით ლუის ენრიკეს მოსვლით – ყველაფერი შეიცვალა: „პირადად ენრიკეს დიდი ფანი არ ვარ, „ბარსელონაში“ მასთან ერთი წელი გავატარე და არ გამკვირვებია მისი მიდგომები, მაგრამ უნდა ვაღიარო – ის შესანიშნავად მართავს გუნდს. პსჟ-მ არა მხოლოდ ხარისხიან შემადგენლობა, არამედ გუნდური სული და ხასიათიც შეიძინა.“
ფეხბურთელმა ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ამ კოლექტიურმა ერთიანობამ და არა მხოლოდ ვარსკვლავებით სავსე შემადგენლობამ, პსჟ დღევანდელ შედეგებამდე მიიყვანა.
What's Your Reaction?






