ზღაპრული წინადადება - ოსიმენს ხელფასის სახით 30 მილიონ ევროს სთავაზობენ

ვიქტორ ოსიმენი, რომელიც კონტრაქტით კვლავ „ნაპოლის“ ეკუთვნის და სეზონის ბოლოს თურქული „გალათასარაიდან“ უნდა დაბრუნდეს, შესაძლოა...

მაი. 10, 2025 - 13:27
 0
ზღაპრული წინადადება - ოსიმენს ხელფასის სახით 30 მილიონ ევროს სთავაზობენ
ვიქტორ ოსიმენი, რომელიც კონტრაქტით კვლავ „ნაპოლის“ ეკუთვნის და სეზონის ბოლოს თურქული „გალათასარაიდან“ უნდა დაბრუნდეს, შესაძლოა, იტალიურ კლუბში ვეღარ ვიხილოთ. მიუხედავად იმისა, რომ ნიგერიელ თავდამსხმელს ახალ მთავარ მწვრთნელთან, ანტონიო კონტესთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს, მისი მომავალის შესახებ გადამწყვეტი კითხვა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია.

როგორც იტალიური გამოცემა Corriere dello Sport იუწყება, ოსიმენის მოქმედ ხელშეკრულებაში სპეციალური გამოსასყიდი პუნქტი 75 მილიონ ევროს შეადგენს, რომელიც მხოლოდ არაიტალიურ კლუბებზე ვრცელდება. თუმცა, სერია A-ს გრანდი „იუვენტუსი“ მზადაა, ამ წესის მიუხედავად, ფეხბურთელის სანაცვლოდ 85 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება ნაპოლის“ ეკუთვნის — კლუბმა უნდა შეაფასოს შეთავაზება და აირჩიოს, დაშორდეს თუ არა საკუთარ ლიდერს სამუდამოდ.

გარდა ამისა, ოსიმენით ინტერესს იჩენს საუდის არაბეთის ერთ-ერთი უმდიდრესი კლუბი – „ალ ჰილალი“. როგორც იტალიური მედია იუწყება, არაბული კლუბი მზადაა, ფორვარდს წლიურად 30-35 მილიონ ევრომდე შემოსავალი შესთავაზოს და ტრანსფერი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე დახუროს. თუმცა, თავად ოსიმენს, გავრცელებული ცნობით, კარიერის არაბეთის ნახევარკუნძულზე გაგრძელება დიდად არ ხიბლავს.

მიუხედავად ამისა, ასეთ მასშტაბურ ფინანსურ წინადადებაზე უარის თქმა არც ისე მარტივია და შესაძლოა, ფეხბურთელმა ეს ვარიანტიც სერიოზულად განიხილოს.

ასევე იწერებოდა მანჩესტერ იუნაიტედის ვარიანტზეც - ერთი სიტყვით, ჭორები არ წყდება და ერთი რამ ფაქტია, ოსიმენს უამრავი მსურველი ჰყავს და ზაფხულში აუცილებლად ტოპ კლუბში ვიხილავთ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow