პსჟ დონარუმასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს
ფრანგულ გრანდ "პარი სენ-ჟერმენში" მზად არიან, რომ იტალიელ მეკარეს, ჯანლუიჯი დონარუმას, ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შესთავაზონ...

დონარუმას მომავალს რამდენიმე ინგლისური კლუბიც ყურადღებით აკვირდება, რამაც პარიზელებს მოქმედების დაჩქარება აიძულა. ამ ეტაპზე, მოლაპარაკებების დეტალები არ ხმაურდება, თუმცა ცნობილი გახდა, რომ პსჟ-ს ხელმძღვანელობას მისი შენარჩუნება პრიორიტეტად აქვს დასახული.
შეგახსენებთ, რომ ჯიჯო დონარუმა პარიზულ კლუბს 2021 წელს შეუერთდა — მას შემდეგ, რაც „მილანთან“ კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტის სტატუსით გახდა ხელმისაწვდომი.
What's Your Reaction?






