ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ – წყაროები მეუბნებიან, რომ სამი სენატორი შეცდომაში შეიყვანეს ლობისტურმა ჯგუფებმა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ „MEGOBARI აქტი“ მთელ ერს ასანქცირებს – ეს არასწორია

„წყაროები მეუბნებიან, რომ სამივე სენატორი შეცდომაში შეიყვანეს ლობისტურმა ჯგუფებმა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ MEGOBARI აქტი მთელ ერს ასანქცირებს. ეს არასწორია“, – ამის შესახებ გამოცემა Kyiv Post-ის ვაშინგტონის კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს. ჟურნალისტის განცხადებით, რესპუბლიკელი სენატორები რენდ პოლი, მაიკ ლი და მარკუეინ მალინი შეცდომაში შეიყვანეს იმგვარი მტკიცებით, თითქოს MEGOBARI აქტი „მთელ ერს სანქცირებას“ უწესებს. იქამდე […]

ივლ. 28, 2025 - 09:57
 0
ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ – წყაროები მეუბნებიან, რომ სამი სენატორი შეცდომაში შეიყვანეს ლობისტურმა ჯგუფებმა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ „MEGOBARI აქტი“ მთელ ერს ასანქცირებს – ეს არასწორია

„წყაროები მეუბნებიან, რომ სამივე სენატორი შეცდომაში შეიყვანეს ლობისტურმა ჯგუფებმა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ MEGOBARI აქტი მთელ ერს ასანქცირებს. ეს არასწორია“, – ამის შესახებ გამოცემა Kyiv Post-ის ვაშინგტონის კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს.
ჟურნალისტის განცხადებით, რესპუბლიკელი სენატორები რენდ პოლი, მაიკ ლი და მარკუეინ მალინი შეცდომაში შეიყვანეს იმგვარი მტკიცებით, თითქოს MEGOBARI აქტი „მთელ ერს სანქცირებას“ უწესებს.
იქამდე კი, 23 ივლისს ჟურნალისტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სენატში აქტის მიღებას აღნიშნული სამი სენატორის პოზიცია აჭიანურებდა.
ცნობისთვის, MEGOBARI აქტი რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის, მიერ საქართველოსთან დაკავშირებული წარდგენილი კანონპროექტია, რომელიც – ერთი მხრივ – ითვალისწინებს საქართველოსა და -ის ურთიერთობების გაღრმავებას, ხოლო – მეორე მხრივ – სანქციების დაწესებას საქართველოს დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში შემჩნეული პირებისთვის.
2025 წლის 5 მაისს აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ, მეგობარი აქტს კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow