"რაფინია ოქროს ბურთს იმსახურებს" - კაფუმ თანამემამულეზე ისაუბრა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და მილანის ყოფილი მცველი, კაფუ, თანამემამულე რაფინიას თამაშით აღფრთოვანებულია...

აპრ. 22, 2025 - 18:27
 0
"რაფინია ოქროს ბურთს იმსახურებს" - კაფუმ თანამემამულეზე ისაუბრა
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და მილანის ყოფილი მცველი, კაფუ, თანამემამულე რაფინიას თამაშით აღფრთოვანებულია და თვლის, რომ „ბარსელონას“ ნახევარმცველი სრულიად დამსახურებულად უნდა მოიაზრებოდეს პრესტიჟული ჯილდოს, „ოქროს ბურთის“ კანდიდატად.

ლეგენდარული მცველის განცხადებით, რაფინიამ მიმდინარე სეზონში უმაღლესი კლასის ფეხბურთი აჩვენა როგორც ლა ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე, რაც საუკეთესო ინდივიდუალური ჯილდოსთვის საკმარისი არგუმენტია.

რაფინია იმსახურებს „ოქროს ბურთს“. უკვე წლებია იმ დონეზე ასპარეზობს, სადაც მხოლოდ ელიტური ფეხბურთელები დგანან. მაგრამ განსაკუთრებით წლევანდელი სეზონი იყო გამორჩეული მისთვის“, – აღნიშნა კაფუმ, რომლის კომენტარსაც Marca ავრცელებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow