"როგორც თქვენი შვილები არ იღლებიან თამაშით, ასევეა ჩემი ფეხბურთელებიც" - ენრიკე

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „რეალთან“ გამარჯვების (4:0) შემდეგ გუნდის თამაში შეაფასა და საკუთარი კმაყოფილება...

ივლ. 10, 2025 - 14:57
 0
"როგორც თქვენი შვილები არ იღლებიან თამაშით, ასევეა ჩემი ფეხბურთელებიც" - ენრიკე
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „რეალთან“ გამარჯვების (4:0) შემდეგ გუნდის თამაში შეაფასა და საკუთარი კმაყოფილება არ დაუმალავს.

ძალიან რთული იყო, თუმცა თავი კარგად გამოვიჩინეთ და დამსახურებულად მოვიგეთ. დემბელემ განსაკუთრებულად ითამაშა — ის ამ სეზონში ბრწყინავს და გუნდისთვის ყველაფერს აკეთებს,“ — განაცხადა ენრიკემ.

ფინალთან დაკავშირებით ენრიკემ აღნიშნა: „ახლა უნდა აღვიდგინოთ ენერგია და „ჩელსისთან“ მაქსიმუმი ვაჩვენოთ. ჩვენი მიზანია კლუბის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გვერდი ჩავწეროთ.

ხუმრობით უპასუხა კითხვასაც, დაიღალნენ თუ არა ფეხბურთელები გრძელი სეზონის შემდეგ: „თქვენი შვილები თამაშით იღლებიან? არც ჩვენები. ისინი თამაშით ტკბებიან და ეს ჩემი ამოცანაა — რომ ფეხბურთი სიამოვნება იყოს.

შეგახსენებთ, ფინალი 13 ივლისს გაიმართება, სადაც პსჟ ლონდონის „ჩელსის“ შეხვდება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow