რუსებმა ხარკოვსა და დნიპროზე დრონებით მასიურად შეტევა განახორციელეს
რუსულმა ძალებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს, ხარკოვსა და დნიპროში აფეთქებების ხმები ისმოდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ხარკოვის საოლქო პროკურატურის ცნობით, დაზარალდა ოსნოვიანსკის, ინდუსტრიულის, შევჩენკოვსკის და კიევის რაიონები. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, ადმინისტრაციული შენობები, სამოქალაქო საწარმოები და ბევრი ავტომობილი. დაშავდა ორი ადამიანი. დნიპროს მერი, ბორის ფილატოვის განცხადებით, დაზიანდა ხუთი მრავალსართულიანი კორპუსი. ნგრევა დაფიქსირდა კერძო სექტორშიც. […]


რუსულმა ძალებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს, ხარკოვსა და დნიპროში აფეთქებების ხმები ისმოდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ხარკოვის საოლქო პროკურატურის ცნობით, დაზარალდა ოსნოვიანსკის, ინდუსტრიულის, შევჩენკოვსკის და კიევის რაიონები.
თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, ადმინისტრაციული შენობები, სამოქალაქო საწარმოები და ბევრი ავტომობილი. დაშავდა ორი ადამიანი.
დნიპროს მერი, ბორის ფილატოვის განცხადებით, დაზიანდა ხუთი მრავალსართულიანი კორპუსი. ნგრევა დაფიქსირდა კერძო სექტორშიც.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დნიპროში 14 ადამიანი დაშავდა.
What's Your Reaction?






