"საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა ორი თვით შეიცვლება" - თბილისის მერია
თბილისის მერია სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემის დროებით შეცვლასთან დაკავაშირებით."აწყურის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვალაისნის რაიონში აწყურის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რის გამოც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტში გარკვეული ცვლილებები შევიდა. კერძოდ, ავტობუსები: N296, N312, N318, N322, N330, N341, N356, N361, N376 და N396, რომლებიც მეტროსადგურ „ისანთან“ წრიულად მოძრაობდნენ - ვაჟა ჩაჩავას, აწყურისა და ოდისეი დიმიტრიადის ქუჩების გავლით, ამჯერად, მოტრიალდებიან ქეთევან დედოფლის გამზირზე, მეტროსადგურ „ისნის“ წინ და გაჩერდებიან მეტროსადგურის მოპირდაპირე მხარეს. აღნიშნული სქემით საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორი თვის განმავლობაში იმოძრავებს, ხოლო შემდეგ ჩვეულ მარშრუტს დაუბრუნდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!" - ნათქვამია განცხადებაში.

"აწყურის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვალა
ისნის რაიონში აწყურის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რის გამოც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტში გარკვეული ცვლილებები შევიდა.
კერძოდ, ავტობუსები: N296, N312, N318, N322, N330, N341, N356, N361, N376 და N396, რომლებიც მეტროსადგურ „ისანთან“ წრიულად მოძრაობდნენ - ვაჟა ჩაჩავას, აწყურისა და ოდისეი დიმიტრიადის ქუჩების გავლით, ამჯერად, მოტრიალდებიან ქეთევან დედოფლის გამზირზე, მეტროსადგურ „ისნის“ წინ და გაჩერდებიან მეტროსადგურის მოპირდაპირე მხარეს.
აღნიშნული სქემით საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორი თვის განმავლობაში იმოძრავებს, ხოლო შემდეგ ჩვეულ მარშრუტს დაუბრუნდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!" - ნათქვამია განცხადებაში.
What's Your Reaction?






