საფრანგეთის პრეზიდენტმა "პარი სენ-ჟერმენს" ელისეის სასასხლეში უმასპინძლა
საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა "პარი სენ-ჟერმენს" ელისეის სასასხლეში უმასპინძლა

მატჩის დასრულების შემდეგ, მაკრონმა სოციალურ ქსელებში დაწერა:
"პსჟ-ს გმირობის დღე."
პარიზის წარმატებამ ქვეყნის მასშტაბით დიდი გამოხმაურება გამოიწვია, ხოლო ჩემპიონობის მეორე დღეს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ელისეის სასახლეში მიიწვია ტრიუმფატორი გუნდის ყველა წევრი, მათ შორის სამწვრთნელო შტაბი, ხელმძღვანელები და ფეხბურთელები.
ელისეის სასახლის ისტორიულ მიღებას, ცხადია, ესწრებოდა ქართველი ვარსკვლავიც — ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლის გატანაც შეძლო და გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში თავი გატანილი გოლით გამოიჩინა.
What's Your Reaction?






