საშინელი სერია გრძელდება - დინამო ბათუმმა ამჯერად დილასთან წააგო

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი საშინელ ფორმაშია

მაი. 17, 2025 - 00:57
 0
საშინელი სერია გრძელდება - დინამო ბათუმმა ამჯერად დილასთან წააგო
ეროვნული ლიგის მე-15 ტური ბათუმის დინამოსთვის კვლავ ცუდი გამოდგა. გუნდი ამჯერად გორის დილასთან დამარცხდა, თანაც 0:3.

ზოგადად გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს კატასტროფული სერია აქვს. აჭარულ კლუბს ბოლო 6 შეხვედრიდან 3 ფრე და 3 მარცხი აქვს, წაგებები კი ბოლო სამ მატჩზე ზედიზედ გადანაწილდა.

მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის თქმით, ყველაფერი დიდი ტრავმიანობის ბრალია და გუნდის ცუდ სერიასაც ეს განაპირობებს.

დინამო ბათუმი ამ მომენტისთვის შიდა ჩემპიონატის მე-4 ადგილს 24 ქულით იკავებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow