კვარა ნაკრებში ვერ ჩამოვა - რა გადაწყვეტილება მიიღო პარიზის პრეზიდენტმა

ზაფხულში კვარა ნაკრებს ვერ დაეხმარება

მაი. 17, 2025 - 00:57
 0
კვარა ნაკრებში ვერ ჩამოვა - რა გადაწყვეტილება მიიღო პარიზის პრეზიდენტმა
როგორც იცით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სექტემბრის თვემდე ოფიციალური შეხვედრები ჩანიშნული არ აქვს, ამიტომ ზაფხულში ორი ამხანაგური თამაშია დაგეგმილი.

ივნისის 5 რიცხვში საქართველო ფარერებს დინამო არენაზე უმასპინძლებს, 8-ში კი კაბო ვერდეს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მივიღებთ.

ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საზაფხულო მოსამზადებელი მატჩებისთვის ჩვენს გუნდს ხვიჩა კვარაცხელია არ ეყოლება.

საქმე ისაა, რომ პარი სენ-ჟერმენი ზაფხულში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს ითამაშებს და გუნდის ხელმძღვანელობის სურვილია, რომ ქართველი ახალი სეზონისთვის სამზადისში აქტიურად იყოს ჩართული.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow