“სახაზინო ადვოკატები პრევენციულად” – ის, რაც აქამდე არც ერთ პროცესზე არ მომხდარა

საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციაზე დაკავებული 11 პირის, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი იწყება. დღევანდელ პროცესს ის სახაზინო ადვოკატები დაესწრებიან, რომლებიც წინა სხდომაზე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სინდისის პატიმრებს მათი ნების საწინააღმდეგოდ დაუნიშნა. უფლებადამცველები, რომლებიც თვეებია იცავენ ბრალდებულების ინტერესებს, ამბობენ, […] The post “სახაზინო ადვოკატები პრევენციულად” – ის, რაც აქამდე არც ერთ პროცესზე არ მომხდარა appeared first on .

ივნ. 26, 2025 - 15:27
 0
“სახაზინო ადვოკატები პრევენციულად” – ის, რაც აქამდე არც ერთ პროცესზე არ მომხდარა

საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციაზე დაკავებული 11 პირის, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი იწყება.

დღევანდელ პროცესს ის სახაზინო ადვოკატები დაესწრებიან, რომლებიც წინა სხდომაზე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სინდისის პატიმრებს მათი ნების საწინააღმდეგოდ დაუნიშნა.

უფლებადამცველები, რომლებიც თვეებია იცავენ ბრალდებულების ინტერესებს, ამბობენ, რომ საპროცესო კოდექსი არ იცნობს ფაქტს, რომ ბრალდებულებს სახაზინო ადვოკატები პრევენციულად დაუნიშნო.

ადვოკატები ელოდებიან, რომ დღევანდელ სხდომაზე მათი კოლეგებია, სახაზინო ადვოკატები, თავად დააყენებენ თვითაცილების შუმადგომლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ შუამდგომლობას სასამართლო სხდომაზე თავად დააყენებენ.

“იმ კანონის საფუძველზე, რომლითაც ისინი მოქმედებენ, მათ არ აქვთ უფლება აღნიშნულ საქმეში ჩაერთოდ, ამიტომ, თუ ასე არ მოხდა, თავად დავაყენებ მათი აცილების შუამდგომლობას”, – აცხადებს გუჯა ავსაჯანიშვილი. 

 

“პირველ რიგში, რატომაც არ სურთ ბიჭებს სახაზინო ადვოკატების ჩართვა, არის ის, რომ მათ უკვე ჰყავთ ადვოკატები, მათ აგვირჩიეს ჩვენ. ის განმარტება, რომ პრევენციული მიზნით უნდა დაინიშნოს ადვოკატი, პირველ რიგში არის სამართლებრივ ჩარჩოს გაცდენილი და შემდეგ ლოგიკასაც მოცდენილი. ძალიან რთულია დიდი მოცულობის საქმეს გაეცნო ერთ დღეში და გარდა ამისა, უნდა მოუსმინო სხდომის ოქმებს. ფიზიკურადაც რომ უნდოდეთ, ეს ადამიანები ვერ მოუსმენენ ერთ და ორ დღეში მთლიან საქმეს, ამიტომაც ეს ადამიანები ფიზიკურად ვერ დაიცავენ ბიჭებს”, – განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

The post “სახაზინო ადვოკატები პრევენციულად” – ის, რაც აქამდე არც ერთ პროცესზე არ მომხდარა appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow