სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მათ კლინიკა „ვივამედში“ 46 წლის იოსებ გორგაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყეს, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი პენიტენციურ სამსახურს ჯერ არ გაუკეთებია. გავრცელებული ინფორმაციით, პატიმარი გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში" დაზიანებებით იანვრის თვეში გადაიყვანეს. ადვოკატის განცხადებით, მას ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მათ კლინიკა „ვივამედში“ 46 წლის იოსებ გორგაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყეს, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი პენიტენციურ სამსახურს ჯერ არ გაუკეთებია.
გავრცელებული ინფორმაციით, პატიმარი გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში" დაზიანებებით იანვრის თვეში გადაიყვანეს. ადვოკატის განცხადებით, მას ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.
What's Your Reaction?






