ტრანსფერებიც ამას ჰქვია - ნაპოლი სიტის 2 ვარსკვლავს იმატებს

იტალიური ფეხბურთის სცენა შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე დადგეს – ნეაპოლური გრანდი „ნაპოლი“ ორი მაღალი კლასის...

მაი. 10, 2025 - 13:27
 0
ტრანსფერებიც ამას ჰქვია - ნაპოლი სიტის 2 ვარსკვლავს იმატებს
იტალიური ფეხბურთის სცენა შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე დადგეს – ნეაპოლური გრანდი „ნაპოლი“ ორი მაღალი კლასის მოთამაშის გადაბირებაზე მუშაობს, რომლებიც ამჟამად „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას იცავენ.

ბელგიელი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი, რომლის კონტრაქტიც ინგლისურ კლუბთან ახლოსაა ამოწურვასთან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მზადაა კარიერა იტალიაში გააგრძელოს. სხვადასხვა წყარო იუწყება, რომ მის გადაწყვეტილებაზე გავლენა არაერთმა ფაქტორმა მოახდინა – მათ შორის თანაგუნდელებმა ბელგიის ნაკრებიდან, რომელუ ლუკაკუმ და დრის მერტენსმა. მედიაში ასევე ვრცელდება ცნობები, რომ დე ბრუინის მეუღლე უკვე იმყოფებოდა ნეაპოლში – სავარაუდოდ ოჯახის საცხოვრებლად ახალი სახლის შესარჩევად.

გარდა ამისა, 29 წლის ინგლისელი ვინგერის, ჯეკ გრილიშის, შესაძლო ტრანსფერიც აქტუალურ თემად იქცა. იტალიური პრესის ცნობით, ფეხბურთელი თანახმაა „ნაპოლიში“ გადასვლაზე და მისით პირადად ინტერესდება ახალი მთავარი მწვრთნელი – ანტონიო კონტე. გრილიშმა მიმდინარე სეზონში 31 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. მას ჯერ კიდევ 2027 წლამდე აქვს კონტრაქტი „სიტისთან“, თუმცა Transfermarkt-ის შეფასებით, მისი სატრანსფერო ღირებულება ამ დროისთვის 35 მილიონ ევროს შეადგენს.

თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, „ნაპოლი“ ახალ სეზონს კიდევ უფრო გაძლიერებული შემადგენლობით შეხვდება და სერიოზულ პრეტენზიებს გამოიჩენს როგორც სერია A-ში, ისე ევროპის ტურნირებზე.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow