ტყუილი აღმოჩნდა - პარიზი კვარას კონკურენტის ყიდვას არ აპირებს
ბოლო პერიოდში პორტუგალიური მედია აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ პარი სენ-ჟერმენი პორტუს ტალანტის, როდრიგო მორას ტრანსფერითაა დაინტერესებული

მიუხედავად ასეთი ფონისა, ახლახანს ფაბრიციო რომანომ ყველანაირი სიახლე უარყო და დაწერა, რომ პარიზსა და პორტუს შორის მორას თაობაზე მოლაპარაკებები არ ყოფილა და არც ახლა მიმდინარეობს.
არადა მედია ამტკიცებდა, რომ 18 წლის მორა პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას კონკურენტად გადავიდოდა, ბრედლი ბარკოლა კი გუნდიდან საერთოდ წავიდოდა. როგორც ჩანს, ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა.
ამ მომენტისთვის პარიზი ყველაზე ახლოს ილია ზაბარნის დამატებასთანაა, უკრაინელი ფეხბურთელის, რომელსაც პსჟ-ში გადასვლა პრიორიტეტად აქვს დასახეული.
What's Your Reaction?






