უფრო დინამიური საპარლამენტო ცხოვრება იქნება – შალვა პაპუაშვილი

“ოცნების” ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით, პარლამენტის აპარატში რეორგანიზაცია გამოცხადდა. შედეგად, შეიცვლება როგორც დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე პარლამენტის სტრუქტურა. პაპუაშვილმა ბრძანება 3 აპრილს გამოსცა და ძალაში ხელმოწერის დღეს შევიდა. ბრძანების მიხედვით, რეორგანიზაცია დაიწყო: ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტი; ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტი; იურიდიული დეპარტამენტი; საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი; საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი; სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტი; […] The post უფრო დინამიური საპარლამენტო ცხოვრება იქნება – შალვა პაპუაშვილი appeared first on .

აპრ. 7, 2025 - 16:27
 0
უფრო დინამიური საპარლამენტო ცხოვრება იქნება – შალვა პაპუაშვილი

“ოცნების” ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით, პარლამენტის აპარატში რეორგანიზაცია გამოცხადდა. შედეგად, შეიცვლება როგორც დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე პარლამენტის სტრუქტურა.

პაპუაშვილმა ბრძანება 3 აპრილს გამოსცა და ძალაში ხელმოწერის დღეს შევიდა.

ბრძანების მიხედვით, რეორგანიზაცია დაიწყო:

  • ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტი;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტი;
  • იურიდიული დეპარტამენტი;
  • საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი;
  • სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
  • საორგანიზაციო დეპარტამენტი;
  • საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
  • საქმისწარმოების დეპარტამენტი;
  • მანდატურის სამსახური; პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი.

რეორგანიზაციაზე პასუხისმგებელი პირი, “ოცნების” პარლამენტის აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილია.

„მოქმედი რეგლამენტი 2018 წელს იყო მიღებული. უკვე შვიდი წელია, რაც რეგლამენტი მუშაობს. ბოლო ორი წელი მიმდინარეობდა პრაქტიკის შესწავლა და ახალ რეგლამენტზე მუშაობა საპროცედურო კომიტეტთან და აპარატთან ერთად. ამ სამუშაო პროცესს ვხელმძღვანელობდი. ახლა გვაქვს პროექტი, სადაც მნიშვნელოვანი სიახლეებია, თუნდაც ის, რომ ყოველ სასესიო კვირას ინტერპელაცია იქნება, რაც პარლამენტის წევრებსა და ფრაქციებს მისცემს შესაძლებლობას, ყოველ სასესიო კვირას, თუ აქტუალური საკითხები არსებობს, მინისტრი ან სხვა ანგარიშვალდებული პირი დაიბარონ და ცოცხალი საპარლამენტო დებატები იყოს. ასევე იგეგმება დროებითი კომისიების გაცოცხლება, რაც კონსტიტუციური ინსტრუმენტია, საპარლამენტო ცხოვრებაში რეალურად არ გამოიყენება. ამის ნაცვლად, შემოღებული იყო საბჭოები, თემატური მოკვლევები, სხვა ინსტიტუტები, რაც უცხო იყო ქართული საპარლამენტო ცხოვრებისთვის. ის, რაც კონსტიტუციაშია საპარლამენტო ცხოვრებაზე, ამუშავდება და უფრო დინამიური საპარლამენტო ცხოვრება იქნება. ტექსტის 90-ზე მეტი იგივეა, სტრუქტურაა შეცვლილი. რა თქმა უნდა, ძირითადი პროცედურები რაც არის, წლებია, პარლამენტს ტრადიცია მოჰყვება და გამჯდარი პროცედურებია. ამიტომ, ამ მხრივაც არ იქნება სიახლე, როგორც პარლამენტის თანამშრომლებისთვის, ასევე გარე პირებისთვის, რომ პროცედურებში გაერკვნენ, რადგან ბევრი პროცედურა იგივეა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

The post უფრო დინამიური საპარლამენტო ცხოვრება იქნება – შალვა პაპუაშვილი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow