“ფაშიზმი და რადიკალიზმი ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის და ვერასდროს მიაღწევს შედეგს” – კახა კალაძე

სააგენტო "პარალელი" “ფაშიზმი და რადიკალიზმი ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის და ვერასდროს მიაღწევს შედეგს” – კახა კალაძე „ადამიანები, ვინც დღეს ლიბერალიზმს იჩემებს, რეალურად ლიბერალური ფაშიზმის პრინციპების გამტარებლები არიან,“- განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ. მისი თქმით, რადიკალიზმი ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის. „თუ არ გაქვს მათი პოზიცია და მათივე მოსაზრება, მაშინვე იწყება თავდასხმები, აქვთ ერთი „მესიჯ ბოქსი“, რომელსაც გარედან იღებენ. რომ ჰკითხო, ლიბერალები არიან, თუმცა ამ ადამიანებს ლიბერალიზმთან საერთოდ […] “ფაშიზმი და რადიკალიზმი ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის და ვერასდროს მიაღწევს შედეგს” – კახა კალაძე პარალელი

მარ. 12, 2025 - 14:57
 0
“ფაშიზმი და რადიკალიზმი ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის და ვერასდროს მიაღწევს შედეგს” – კახა კალაძე

სააგენტო "პარალელი"
“ფაშიზმი და რადიკალიზმი ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის და ვერასდროს მიაღწევს შედეგს” – კახა კალაძე

ადამიანები, ვინც დღეს ლიბერალიზმს იჩემებს, რეალურად ლიბერალური ფაშიზმის პრინციპების გამტარებლები არიან,“- განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

მისი თქმით, რადიკალიზმი ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის.

თუ არ გაქვს მათი პოზიცია და მათივე მოსაზრება, მაშინვე იწყება თავდასხმები, აქვთ ერთი „მესიჯ ბოქსი“, რომელსაც გარედან იღებენ. რომ ჰკითხო, ლიბერალები არიან, თუმცა ამ ადამიანებს ლიბერალიზმთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვთ, ჩვეულებრივი ფაშისტები არიან. ყველა ის დამოკიდებულება და მიდგომა, რაც აქვთ განსხვავებულ აზრთან, არის ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება. შესაბამისად, ფაშიზმი და რადიკალიზმი ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის და ვერასდროს მიაღწევს შედეგს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია დღეს ერთსახოვანია და იგი რადიკალურ დაჯგუფებებს და „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ წარმოადგენს.

მარტივად აგიხსნით – ის კონკრეტული რადიკალური დაჯგუფებები, რომლებიც ე.წ. ოპოზიციას წარმოადგენენ, ერთი ხელით იმართებიან. თქვენ არ იფიქროთ, რომ, თუ დღეს ამ ადამიანებმა სხვადასხვა პარტია შექმნეს და სხვადასხვა სახელი დაირქვეს, ისინი სხვადასხვა მიმართულებას წარმოადგენენ. მათ ჰყავთ ერთი პატრონი და ყველა, თავის დროზე, წარმოადგენდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებულები არიან.

დღეს, როდესაც მოკვდა „ნაციონალური მოძრაობა“, მათ პატრონებმა გადაწყვიტეს, რომ მკვდარი პარტიისგან გამოყონ ეს ადამიანები და შექმნან რაღაც ახალი. დაასახელეთ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი.

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს ყველას ჰქონდა თავისი ფუნქცია, თუნდაც მამუკა ხაზარაძე, რომელიც მაშინ ბიზნესს წარმოადგენდა, მასაც შესაბამისი ფუნქცია ჰქონდა, კერძოდ, რასაც ეტყოდნენ, იმას აკეთებდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“ფაშიზმი და რადიკალიზმი ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის და ვერასდროს მიაღწევს შედეგს” – კახა კალაძე
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow