"ფეხბურთელებისთვის ეს კარიერის მატჩი იქნება" - რამაზ სვანაძის კომენტარი საფრანგეთამდე
"ფეხბურთელებისთვის ეს კარიერის მატჩი იქნება" - რამაზ სვანაძის კომენტარი საფრანგეთამდე

"პოლონეთთან მძიმე გამარჯვების შემდეგ ძალები აღვადგინეთ. მცირე დისკომფორტი გვაქვს, თუმცა სერიოზული ტრავმები არავის აწუხებს, ამიტომ გუნდი სრულ მზადყოფნაშია საფრანგეთთან სათამაშოდ"
სვანაძემ ყურადღება მომავალი მეტოქის სიძლიერეზეც გაამახვილა:
"ფეხბურთელებისთვის ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის მატჩი კარიერაში. საფრანგეთი ძალიან დაბალანსებული და ძლიერი გუნდია. მსგავსი დონის ნაკრებები შეცდომებს არ გპატიობენ, ამიტომ ყველა მომენტში მაქსიმალური კონცენტრაცია იქნება საჭირო."
რაც შეეხება ტაქტიკას, სვანაძე საქართველოსთვის დამახასიათებელ სტილსაც შეეხო:
"ჩვენი სტილია ბურთის კონტროლი და ამის შენარჩუნება საჭიროა ამ მატჩშიც. არ ვიცით, რამდენად გამოგვივა ეს საფრანგეთის წინააღმდეგ, მაგრამ ვცდებით, რომ ინიციატივა ჩვენს ხელში გადავიყვანოთ. საჭიროების შემთხვევაში კონტრშეტევაზეც ვითამაშებთ."
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე პირველ ტურში პოლონეთი 1:0 დაამარცხა და B ჯგუფში 3 ქულით ლიდერობს. ფრანგებთან დაპირისპირება გადამწყვეტი ტესტი იქნება ფავორიტის წინააღმდეგ.
What's Your Reaction?






