ფინალში ელოდებიან - როგორია კილიან მბაპეს ტრავმის სიმძიმე?
ფინალში ელოდებიან - როგორია კილიან მბაპეს ტრავმის სიმძიმე?

26 წლის მბაპეს უკვე ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევები, რომლის შედეგად დაზიანების ხარისხი დაასკვნეს. ექიმთა შეფასებით, მისი დაბრუნება დიდი ალბათობით სწორედ "კოპა დელ რეის" ფინალზე იქნება შესაძლებელი — ეს მატჩი შესაძლოა გახდეს ფრანგის მოედანზე დაბრუნების პუნქტი.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ესპანეთის თასის გადამწყვეტი შეხვედრა 26 აპრილს გაიმართება. ფინალური მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება და ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან — ესპანური კლასიკო, რომელსაც უამრავი გულშემატკივარი დიდი მოლოდინით ელის.
What's Your Reaction?






