ღირსეული ჟესტი - კვარას პსჟ მიქაუტაძის ლიონს ეხმარება

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძის ლიონი ფინანსური პრობლემების გამო ლიგა 2-ში დააქვეითეს, გასაჩივრებისთვის კი კლუბს რამდენიმე დღე მიეცა

ივნ. 28, 2025 - 00:27
 0
ღირსეული ჟესტი - კვარას პსჟ მიქაუტაძის ლიონს ეხმარება
როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძის ლიონი ფინანსური პრობლემების გამო ლიგა 2-ში დააქვეითეს, გასაჩივრებისთვის კი კლუბს რამდენიმე დღე მიეცა.

ამის საპასუხოდ ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა გადაწყვიტა, რომ ლიონს ბრედლი ბარკოლას ტრანსფერისთვის ფული ახლავე გადაუხადოს.

საქმე ისაა, რომ თავის დროზე პარიზმა ბარკოლა სწორედ ლიონიდან იყიდა, კლუბები კი სატრანსფერო ღირებულების გადახდაზე ნაწილ-ნაწილ შეთანხმდნენ.

მიუხედავად ამისა, პსჟ დოკუმენტაციით მინიჭებულ უფლებებს არ გამოიყენებს და გაჭირვებაში მყოფ ლიონს 45 მილიონს ახლავე გადაუხდის.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow