ჯუდ ბელინგემი ახალი სეზონის სტარტს ოპერაციის გამო გამოტოვებს

მიუხედავად იმისა, რომ ჯუდ ბელინგემი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე აქტიურად თამაშობს, ინგლისელი ფეხბურთელი ტურნირის შემდეგ დიდ დროს გამოტოვებს

ივნ. 28, 2025 - 00:27
 0
ჯუდ ბელინგემი ახალი სეზონის სტარტს ოპერაციის გამო გამოტოვებს
მიუხედავად იმისა, რომ ჯუდ ბელინგემი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე აქტიურად თამაშობს, ინგლისელი ფეხბურთელი ტურნირის შემდეგ დიდ დროს გამოტოვებს.

საქმე მხრის დაზიანებას ეხება, რის გამოც კლუბში გადაწყვიტეს, რომ ბელინგემს ქირურგიული ჩარევა სჭირდება და ახალი სეზონის სტარტიც სწორედ ამიტომ გაუცდება.

როგორც ესპანურ მედიაში იწერება, ბელინგემი 2025/2026 წლების სეზონის დასაწყისის 3-4 თვეს გამოტოვებს, რაც დიდი დანაკლისი იქნება, თუმცა კლუბის გადაწყვეტილება ოპერაციასთან დაკავშირებით არ შეიცვლება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow