"ღმერთის იმედად ვართ" - რას ამბობენ ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიაზე
იტალიელი საფეხბურთო ანალიტიკოსი და ექსპერტი, ენრიკო ფედელე ნაპოლის მხრიდან ახალი ხვიჩა კვარაცხელიას ძიების დაუსრულებელ პროცესს ეხება და ამბობს, რომ გუნდს ახლა მხოლოდ ღმერთი თუ უშველის

ბოლო პერიოდში ახალ ტალანტად არაერთი მოთამაშე მონათლეს, თუმცა სერია A-ში ისეთი შტორმი არავის მოუწყვია, როგორც ეს ქართველმა ფეხბურთელმა გააკეთა და როგორც ჩანს, ფედელეს ეს ყველაფერი ძალიან კარგად ესმის.
- ამბობს ენრიკე ფედელე Radio Marte-სთან ეთერში.
იტალიელ ექსპერტს არც კი უხსენებია ნოა ოკაფორი, რომელიც ნაპოლიში ახალ კვარაცხელიად მონათლეს, თუმცა შვეიცარიელმა სულ რაღაც 4 შეხვედრა ჩაატარა და საჩემპიონო სეზონში წვლილი თითქმის არც შეუტანია.
მოკლედ, დრო გადის და დე ლაურენტისი თავის შეცდომას უფრო და უფრო მკაფიოდ ხვდება. ფაქტი, რომ კლუბში საუკეთესო ფეხბურთელი არ დააფასეს, ახლა ლაურენტისს ასეთივე მოთამაშის დაუსრულებელ პროცესად აქვს გადაქცეული.
What's Your Reaction?






