შავი ლომი | 7 ლელოთი "ედინბურგთან"

შავი ლომი | 7 ლელოთი "ედინბურგთან"

მაი. 18, 2025 - 05:27
 0
შავი ლომი | 7 ლელოთი "ედინბურგთან"
შოტლანდიურ ტურნეზე მყოფმა ‘შავმა ლომმა’ პირველი ამხანაგური თამაში ‘ედინბურგიA’-სთან გამართა და 47:33 გაიმარჯვა.

ქართველებმა მასპინძლებს 7 ლელო გაუტანეს და 6 გარდასახვა გამოიყენეს. ლელოები ბაჩუკი ჭუმბაძის, აკაკი ტაბუცაძის (2), ზაურ ლუტიძის, ირაკლი ქვათაძის, შალვა აფციაურის და ამირან შვანგირაძის ანგარიშზეა.

შეხვედრაში მონაწილეობა ტურნეზე მყოფმა 30-ივე მოთამაშემ მიიღო. მათგან 4-ს ‘შავ ლომში’ დებიუტი ქონდა. ესენი არიან: ზაურ ლუტიძე, თამაზ ჭამიაშვილი, გელა ხელაძე და ოთარ მეტრეველი. გიორგი ბაბუნაშვილი გუნდს 2 წლის შემდეგ დაუბრუნდა.

შოტლანდიაში ‘შავი ლომი’ მეორე თამაშს 22 მაისს, ‘გლაზგო ვორიორსთან’ გამართავს.


17 მაისი. ედინბურგი

ედინბურგი A (შოტლანდია) - შავი ლომი (საქართველო) 33:47

შავი ლომი

ხაზი: 15. შალვა აფციაური, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. ზაურ ლუტიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 6. ლუკა ივანიშვილი (კაპ.), 7. გიორგი კერვალიშვილი, 8. გიორგი სინაურიძე.

მარქაფა: დათო აბდუშელიშვილი, ვასილ კაკოვინი, თენგიზ ზამთარაძე, შალვა მამუკაშვილი, თამაზ ჭამიაშვილი, კახაბერ დარბაიძე, დემურ ეფრემიძე, გიორგი ნიკოლაძე, გუგა ღანიაშვილი; ნოდარ დოლიძე, დავით ხუროშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი, გელა ხელაძე, ამირან შვანგირაძე, ოთარ მეტრეველი.


rugby.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow