შალვა პაპუაშვილი – ეს შედეგი დგება, როცა დადიხარ უცხოს და არა შენი ხალხის ჭკუაზე – ისინი მშვენივრად, ტკბილად არიან, ახლახან ვნახეთ მიხეილ როთის ფოტო, რომელიც მზეზე ირუჯება და ძალიან კარგად არის თავის პენსიაზე პოლიტიკიდან
ეს შედეგი დგება, როცა დადიხარ უცხოს ჭკუაზე და არა შენი ხალხის ჭკუაზე – ისინი მშვენივრად, ტკბილად არიან, ახლახან ვნახეთ მიხეილ როთის ფოტო, რომელიც მზეზე ირუჯება და ძალიან კარგად არის თავის პენსიაზე პოლიტიკიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. […]


ეს შედეგი დგება, როცა დადიხარ უცხოს ჭკუაზე და არა შენი ხალხის ჭკუაზე – ისინი მშვენივრად, ტკბილად არიან, ახლახან ვნახეთ მიხეილ როთის ფოტო, რომელიც მზეზე ირუჯება და ძალიან კარგად არის თავის პენსიაზე პოლიტიკიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
მისივე თქმით, ამ შედეგებზე პასუხისმგებლები არიან ის უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, რომლებმაც ადამიანები შეაგულიანეს, არ აღიარონ დემოკრატიული ინსტიტუტები.
როგორც პაპუაშვილი ამბობს, ის, ვინც არ ცხადდება კომისიის სხდომაზე, არღვევს კონსტიტუციის 42-ე მუხლს და „ის, ვინც არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, მიიღებს შესაბამის პასუხს ქართველი ხალხისგან, მისი სასამართლოების მეშვეობით“.
„რაც შეეხება ამ შედეგებზე პასუხისმგებლობას – მე ასე ვიტყვი, რომ ამ ადამიანებმა პასუხისმგებელი პირები უნდა ეძებონ მათ ქომაგ უცხოელ პოლიტიკოსებსა და დიპლომატებში. ვინც ეს ადამიანები წააქეზეს იმაზე, რომ არ აღიარონ პარლამენტი, დემოკრატიულ ინსტიტუტებს გამოუცხადონ ბრძოლა. ზუსტად ეს შედეგები დააყენეს ამ უცხოელმა პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმა, რომლებმაც შეაგულიანეს ოპოზიციის ეს წარმომადგენლები, რომ „მიდი, თქვენ არ დაემორჩილოთ კონსტიტუციას, კანონებს, არ აღიაროთ დემოკრატიული ინსტიტუტები როგორიცაა ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი და მისი საგამოძიებო კომისია, მიდით და ჩვენ გვერდში დაგიდგებით“. აი, ასე ამთავრებენ ისინი, ვინც დადიან უცხოების ჭკუაზე. საბოლოო ჯამში, ვხედავთ რომ ისინი, ვინც აქეზებენ სხვებს დანაშაულზე, თავად მშვიდად არიან და ადამიანებს უწევთ შემდეგ უკვე სასჯელის მოხდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. აი, ამ შედეგებზე პასუხისმგებლები არიან ის უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, რომლებმაც შეაგულიანეს ჯგუფი ადამიანებისა, რომ არ აღიარონ დემოკრატიული ინსტიტუტები. ასე რომ კითხვები უნდა დაუსვათ ამ უცხოელ პოლიტიკოსებს და დიპლომატებს,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
What's Your Reaction?






