"ჩვენ სამნი ნაპოლის თამაშებს ისევ ვუყურებთ" - ვისთან ერთად ქომაგობს ძველ კლუბს კვარა

როგორც კვარა ამბობს, ის ძველი კლუბის თამაშებს თვალს ისევ ადევნებს და ამას სამ თანაგუნდელთან ერთად აკეთებს

მაი. 22, 2025 - 19:26
 0
"ჩვენ სამნი ნაპოლის თამაშებს ისევ ვუყურებთ" - ვისთან ერთად ქომაგობს ძველ კლუბს კვარა
Football Italia ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარს ავრცელებს, რომელიც ქართველმა ფეხბურთელმა ნაპოლის შესახებ გააკეთა.

როგორც კვარა ამბობს, ის ძველი კლუბის თამაშებს თვალს ისევ ადევნებს და ამას სამ თანაგუნდელთან ერთად აკეთებს.

მე, დონარუმა და ფაბიან რუისი ნაპოლის შეხვედრებს კვლავ ვუყურებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი სკუდეტოს მოგებას მოახერხებენ. ნეაპოლელებისთვის ეს დიდი ზეიმი იქნება, რასაც ისინი იმსახურებენ.

- თქვა ხვიჩამ.

ცნობისთვის, სერია A-ში ბოლო ტურიღა დარჩა, ნაპოლი კი ინტერს 1 ქულით უსწრებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow