"ტრანსფერს ვეტო დაედო" - დავითაშვილს სენტ ეტიენიდან არ უშვებენ

ლიგა 2-ში გავარდნილი სენტ ეტიენი ქართველის შენარჩუნებას ცდილობს

მაი. 22, 2025 - 19:27
 0
"ტრანსფერს ვეტო დაედო" - დავითაშვილს სენტ ეტიენიდან არ უშვებენ
ლიგა 2-ში დაქვეითების შემდეგ სენტ ეტიენის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ლიდერები არსად გაუშვას და უმაღლეს დივიზიონში პირველივე ცდით დაბრუნდეს.

Footmercato-ს ინფორმაციით, კლუბის ბოსები, პირველ რიგში, ზურიკო დავითაშვილს გულისხმობენ, რომელიც ლიგა 1-ის გასული სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა იყო.

ამის პარალელურად, ქართველი ვინგერის ტრანსფერით ისეთი კლუბები არიან დაინტერესებული, როგორებიცაა სტრასბურგი, ბეშიქთაში და გალათასარაი, თავად ზუკას კი რამდენად სურს ლიგა 2-ში კიდევ ერთი სეზონის გატარება, ეს ჩვენთვის უცნობია.

სპორტული თვალსაზრისით, დავითაშვილს სამივე ვარიანტი უნდა აწყობდეს, რადგან ასე მომდევნო სეზონიდან ევროთასებზე შეძლებს თამაშს, სენტ ეტიენთან ერთად კი მხოლოდ ქვედა დივიზიონზე იქნება ორიენტირებული.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow