ძვირად ღირებული საათები, ქველმოქმედებაზე დახარჯული 50000 ევრო - როგორია გენო პეტრიაშვილის ფინანსური მდგომარეობა

“ქართული ოცნების“ დეპუტატმა გენო პეტრიაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია 2025 წლის 26 იანვარს შეავსო.“ბიზნესპრესნიუსი“ ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით გთავაზობთ, რა ქონებას ფლობს გენო პეტრიაშვილი და როგორია მისი ფინანსური მდგომარეობა.“ქართული ოცნების“ დეპუტატი ქონებრივ დეკლარაციაში უთითებს, რომ ფლობს სამ ბინას თბილისში, აქედან ერთი 2024 წელს ჩუქებით აქვს მიღებული - ოლიმპიურ თამაშებში მიღწეული წარმატებისთვის. ბინის საბაზრო ღირებულება 60 000 დოლარია.ამასთან, პეტრიაშვილის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი გორში (დეკლარაციის შევსების მომენტში მშენებარე), რომელიც 2022 წელს 80 000 დოლარად არის შეძენილი. მის სახელზეა რეგისტრირებული ასევე 400 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გორში, რომელიც 2024 წელს 500 დოლარად შეიძინა.გარდა ამისა, მისი მეუღლის საკუთრებაშია 191 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში, რომელიც 2020 წელს 190 000 დოლარად იყიდა.გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, პეტრიაშვილი ფლობს სამ მსუბუქ ავტომობილს, სამივე 2024 წელს აქვს შეძენილი. კერძოდ: TOYOTA RAV4 (20 000 დოლარი), TOYOTA LC76 (45 000 დოლარი) და TOYOTA LC76 (55 000 დოლარი). რაც შეეხება მის მეუღლეს, ის ფლობს ერთ ავტომობილს - LEXUS NX-ს, რომელიც 2022 წელს 20 000 დოლარად შეიძინა.ამასთან, გენო პეტრიაშვილმა და მისმა მეუღლემ გასულ წელს შეიძინეს ძვირადღირებული საათები. უფრო კონკრეტულად, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა 8 500 ევროდ იყიდა HUBLOT-ის ბრენდის საათი, ხოლო მისმა მეუღლემ CARTIER-ს საათი, რაშიც 5 930 ევროა გადახდილი.რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, გენო პეტრიაშვილს დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 780 765 ლარი ჰქონდა.ამასთან, პეტრიაშვილი დაკავებულია სამეწარმეო საქმიანობითაც. კერძოდ, ის შპს “ჩემპიონში“ 33%-იან წილს ფლობს, მისი თანამოწილეები კი მამუკა არევაძე და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი არიან. 2024 წელს პეტრიაშვილმა ამ კომპანიის საქმიანობიდან 72 245 ლარის შემოსავალი მიიღო.გარდა ამისა, პეტრიაშვილი ფლობს 67%-იან წილს შპს „ნიუ სტარს გრუპ“-ში. აღსანიშნავია, ისიც რომ ამ საწარმოს საქმიანობით დეპუტატს გასულ წელს შემოსავალი არ მიუღია. ხაზგასასმელია, რომ ორივე კომპანიაში გენო პეტრიაშვილს წილები სამართავად სხვა პირისთვის აქვს გადაცემული.რაც შეეხება სხვა ფინანსურ მაჩვენებლებს, გენო პეტრიაშვილმა გასულ წელს შემოსავლის სახით, ჯამში, მიიღო 319 327 ლარი მიიღო. აქედან, 5001 ლარი იყო მისი როგორც დეპუტატის ანაზღაურება 2024 წლის 25 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. დანარჩენი კი ჭიდაობის ეროვნული ნაკრებისა და ოლიმპიური გუნდის წევრობისთვის მიღებული თანხებია.გარდა ამისა, ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნულია რომ გენო პეტრიაშვილმა 2024 წელს 15 ათასი დოლარის ღირებულების TOYOTA RAV4 აჩუქა ნათესავს; მასვე ძმისგან აქვს საჩუქრის სახით მიღებული 1 100 დოლარი; 55 000 ლარის ოდენობის ვალი აქვს დაბრუნებული; 3 002 ევროსა და 1 697 ევროს ღირებულების ორი საათი აქვს მეგობრისთვის საჩუქრად შეძენილი; შეძენილი აქვს ასევე 12 949 ლარის ღირებულების სანადირო იარაღები, მასვე გასულ წელს დაუბრუნეს ვალი 6 800 დოლარისა და 33 100 ლარის ოდენობით, პეტრიაშვილს 50 000 ევრო ნაღდი ფულადი თანხის სახით აქვს გაცემული ქველმოქმედების მიზნით, მანვე ძმას აჩუქა 150 000 დოლარი ასევე ნაღდი ფულადი თანხის სახით.რაც შეეხება სხვა შემოსავლებს, 2024 წელს გენო პეტრიაშვილს სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებისთვის ჯილდოს სახით მიღებული აქვს 37 400 ლარი, ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მოპოვებისთვის ჯილდოს სახით მიიღო 15 000 ლარი, 100 000 ლარი აქვს მიღებული ოლიმპიურ ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვებისთვის; ასევე როგორც ცნობილია 1 000 000 ლარი აქვს მიღებული სპორტულ შეჯიბრებეში მიღწეული წარმატებისთვის, მანვე 120 300 ლარი მიიღო ოლიმპიური ნაკრების წევრთა სტიპენდიის სახით.წყარო: bpn.ge

ივნ. 13, 2025 - 14:57
 0
ძვირად ღირებული საათები, ქველმოქმედებაზე დახარჯული 50000 ევრო - როგორია გენო პეტრიაშვილის ფინანსური მდგომარეობა
“ქართული ოცნების“ დეპუტატმა გენო პეტრიაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია 2025 წლის 26 იანვარს შეავსო.
“ბიზნესპრესნიუსი“ ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით გთავაზობთ, რა ქონებას ფლობს გენო პეტრიაშვილი და როგორია მისი ფინანსური მდგომარეობა.

“ქართული ოცნების“ დეპუტატი ქონებრივ დეკლარაციაში უთითებს, რომ ფლობს სამ ბინას თბილისში, აქედან ერთი 2024 წელს ჩუქებით აქვს მიღებული - ოლიმპიურ თამაშებში მიღწეული წარმატებისთვის. ბინის საბაზრო ღირებულება 60 000 დოლარია.

ამასთან, პეტრიაშვილის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი გორში (დეკლარაციის შევსების მომენტში მშენებარე), რომელიც 2022 წელს 80 000 დოლარად არის შეძენილი. მის სახელზეა რეგისტრირებული ასევე 400 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გორში, რომელიც 2024 წელს 500 დოლარად შეიძინა.

გარდა ამისა, მისი მეუღლის საკუთრებაშია 191 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში, რომელიც 2020 წელს 190 000 დოლარად იყიდა.

გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, პეტრიაშვილი ფლობს სამ მსუბუქ ავტომობილს, სამივე 2024 წელს აქვს შეძენილი. კერძოდ: TOYOTA RAV4 (20 000 დოლარი), TOYOTA LC76 (45 000 დოლარი) და TOYOTA LC76 (55 000 დოლარი). რაც შეეხება მის მეუღლეს, ის ფლობს ერთ ავტომობილს - LEXUS NX-ს, რომელიც 2022 წელს 20 000 დოლარად შეიძინა.

ამასთან, გენო პეტრიაშვილმა და მისმა მეუღლემ გასულ წელს შეიძინეს ძვირადღირებული საათები. უფრო კონკრეტულად, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა 8 500 ევროდ იყიდა HUBLOT-ის ბრენდის საათი, ხოლო მისმა მეუღლემ CARTIER-ს საათი, რაშიც 5 930 ევროა გადახდილი.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, გენო პეტრიაშვილს დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 780 765 ლარი ჰქონდა.

ამასთან, პეტრიაშვილი დაკავებულია სამეწარმეო საქმიანობითაც. კერძოდ, ის შპს “ჩემპიონში“ 33%-იან წილს ფლობს, მისი თანამოწილეები კი მამუკა არევაძე და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი არიან. 2024 წელს პეტრიაშვილმა ამ კომპანიის საქმიანობიდან 72 245 ლარის შემოსავალი მიიღო.

გარდა ამისა, პეტრიაშვილი ფლობს 67%-იან წილს შპს „ნიუ სტარს გრუპ“-ში. აღსანიშნავია, ისიც რომ ამ საწარმოს საქმიანობით დეპუტატს გასულ წელს შემოსავალი არ მიუღია. ხაზგასასმელია, რომ ორივე კომპანიაში გენო პეტრიაშვილს წილები სამართავად სხვა პირისთვის აქვს გადაცემული.

რაც შეეხება სხვა ფინანსურ მაჩვენებლებს, გენო პეტრიაშვილმა გასულ წელს შემოსავლის სახით, ჯამში, მიიღო 319 327 ლარი მიიღო. აქედან, 5001 ლარი იყო მისი როგორც დეპუტატის ანაზღაურება 2024 წლის 25 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. დანარჩენი კი ჭიდაობის ეროვნული ნაკრებისა და ოლიმპიური გუნდის წევრობისთვის მიღებული თანხებია.

გარდა ამისა, ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნულია რომ გენო პეტრიაშვილმა 2024 წელს 15 ათასი დოლარის ღირებულების TOYOTA RAV4 აჩუქა ნათესავს; მასვე ძმისგან აქვს საჩუქრის სახით მიღებული 1 100 დოლარი; 55 000 ლარის ოდენობის ვალი აქვს დაბრუნებული; 3 002 ევროსა და 1 697 ევროს ღირებულების ორი საათი აქვს მეგობრისთვის საჩუქრად შეძენილი; შეძენილი აქვს ასევე 12 949 ლარის ღირებულების სანადირო იარაღები, მასვე გასულ წელს დაუბრუნეს ვალი 6 800 დოლარისა და 33 100 ლარის ოდენობით, პეტრიაშვილს 50 000 ევრო ნაღდი ფულადი თანხის სახით აქვს გაცემული ქველმოქმედების მიზნით, მანვე ძმას აჩუქა 150 000 დოლარი ასევე ნაღდი ფულადი თანხის სახით.

რაც შეეხება სხვა შემოსავლებს, 2024 წელს გენო პეტრიაშვილს სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებისთვის ჯილდოს სახით მიღებული აქვს 37 400 ლარი, ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მოპოვებისთვის ჯილდოს სახით მიიღო 15 000 ლარი, 100 000 ლარი აქვს მიღებული ოლიმპიურ ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვებისთვის; ასევე როგორც ცნობილია 1 000 000 ლარი აქვს მიღებული სპორტულ შეჯიბრებეში მიღწეული წარმატებისთვის, მანვე 120 300 ლარი მიიღო ოლიმპიური ნაკრების წევრთა სტიპენდიის სახით.

წყარო: bpn.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow