"წარმატებული სერია გაგრძელდა და ბედნიერები ვართ" - ლუის ენრიკე

ლუის ენრიკემ ატლეტიკოსთან გამარჯვების შემდეგ სიტუაცია შეაფასა

ივნ. 17, 2025 - 18:57
 0
"წარმატებული სერია გაგრძელდა და ბედნიერები ვართ" - ლუის ენრიკე
2025 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი იდეალურად დაიწყო პარი სენ-ჟერმენისთვის, რომელმაც პირველ შეხვედრაში მადრიდის ატლეტიკოს 4:0 მოუგო.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ლუის ენრიკემ, რომელმაც წარმატებული სვლით მიღებული სიხარული არ დამალა:

ჩემი შეგრძნება ასეთია – უფრო რთული თამაში გამოვიდა, ვიდრე ანგარიშიდან ჩანს. მატჩისას ძალიან მაღალი ტემპერატურა იყო, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ბედნიერები ვართ, წარმატებული სერია გრძელდება.

სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო ვიხილეთ. პოზიტიურად განეწყობი, როცა ასეთ მხარდაჭერას გრძნობ გულშემატკივრებისგან. უფრო უნდა დავიხვეწოთ და ეს წარმატებული სვლა გავაგრძელოთ. ეს განსხვავებული ტურნირია, მაგრამ ძალიან მიმზიდველი.

- თქვა ლუჩომ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow