წელიწადში 20 მილიონი ევრო - ტეო ერნანდესი არაბეთში მიდის
ფრანგი მცველი ტეო ერნანდესი შესაძლოა უახლოეს დღეებში „მილანს“ დაემშვიდობოს და კარიერა საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ჰილალში“ გააგრძელოს....

გავრცელებული ინფორმაციით, „როსონერი“ ერნანდესის სანაცვლოდ დაახლოებით 30 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ფეხბურთელს არაბულ კლუბში სეზონური ანაზღაურება 20 მილიონ ევრომდე ექნება.
ტეო ერნანდესი „მილანს“ 2019 წელს შეუერთდა და მას შემდეგ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახდა. მან კლუბის მაისურით 262 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა, რაც მას „მილანის“ ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე შედეგიან მცველად აქცევს. კარიერის განმავლობაში ტეო ასევე იცავდა „რეალის“, „ალავესისა“ და „სოსიედადის“ ღირსებას.
What's Your Reaction?






